Accessibility links

პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა "ჰამასმა" და


პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა" გამოაცხადეს, რომ სამი თვით შეაჩერებენ თავდასხმებს ისრაელ მოქალაქეებზე.

პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა" გამოაცხადეს, რომ სამი თვით შეაჩერებენ თავდასხმებს ისრაელ მოქალაქეებზე.
მოგვიანებით ამ ზავს იასირ არაფატის დაჯგუფება "ფათაჰიც" შეუერთდა. "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი თვით "წყდება სამხედრო ოპერაციები სიონისტი მტრის წინააღმდეგ". ამასთანავე, "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" ისრაელისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს მათს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი ოპერაციები და გააუქმოს პალესტინელთა ცალკეული ტერიტორიების ბლოკადა. ზავის შესახებ საზოგადოებას აუწყა "ჰამასის" წარმომადგენელმა აბდელ-აზიზ რანტისიმ: [აბდელ-აზიზ რანტისის ხმა] "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" შეთანხმდნენ, რომ სამი თვით ზავს გამოაცხადებენ, ოღონდ გარკვეული პირობებით. თუ ისრაელი არ შეწყვეტს აგრესიას პალესტინელთა წინააღმდეგ, მაშინ "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ჩათვლიან აგრესორად, რომელმაც ყური არ ათხოვა ჩვენს ინიციატივას. და მაშინ, პასუხად, ვიმოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხით, ვიმოქმედებთ ისრაელის წინააღმდეგ." ამასობაში ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლები აზუსტებენ ღაზის სექტორის რამდენიმე რაიონიდან ისრაელის არმიის გაყვანის დეტალებს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით ჯარის გაყვანა ხვალ დაიწყება. გამორიცხული არ არის, რომ ისრაელის ჯარის ნაწილებმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქი ბეთლემიც დატოვონ. დღეს ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა მოლაპარაკება გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან არიელ შარონთან. გუშინ რაისი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ იერიქონში შეხვდა პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს.
XS
SM
MD
LG