Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო ორდღიანი ვიზიტით ეწვია ირანს - იმ იმედით, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას დაიყოლიებს,

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო ორდღიანი ვიზიტით ეწვია ირანს - იმ იმედით, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას დაიყოლიებს,
თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმების საშუალება მისცეს უცხოელ ინსპექტორებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქამალ ხარაზისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტრომ განაცხადა, რომ უაღრესად კმაყოფილია ირანის ქცევით მეზობელ ერაყში. დაგეგმილია, აგრეთვე, სტროს შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან, მოჰამად ხათამისთან. ამასობაში, ირანის პარლამენტის ოთხი რეფორმისტი წევრი განაგრძობს გუშინ დაწყებულ მჯდომარე საპროტესტო აქციას. დეპუტატების პროტესტი მიმართულია სტუდენტთა მასობრივი დაპატიმრების წინააღმდეგ, რაც ათდღიან ანტისამთავრობო გამოსვლებს მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად დაკავებულია ორი ათასამდე ადამიანი. დაკავებულთა შორის 800-მდე სტუდენტია.
XS
SM
MD
LG