Accessibility links

ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ


ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა გამოაცხადა, რომ კოალიციის ჯარებზე და ერაყის სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმები ადასტურებს,

ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა გამოაცხადა, რომ კოალიციის ჯარებზე და ერაყის სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმები ადასტურებს,
რომ ჰუსეინის მომხრეთა ნაწილი სასოწარკვეთილია. ბრემერის თქმით, მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. ბრემერმა ეს თქვა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა ექვსი ამრიკელი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ ორ სხვადასხვა ინციდენტში. ბაღდადის მახლობლად აეროპორტთან ამერიკელთა ავტოკოლონას აუტეხეს სროლა და რაკეტა ესროლეს, დაიჭრა ერთი ამერიკელი სამხედრო. ქალაქ მაჰმუდიასთან ასევე რაკეტა სროლეს სამხედრო მანქანას და სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაჭრეს. ბაღდადის დასავლეთში ამერიკელმა სამხედრეობმა მოკლეს ორი ერაყელი, რომლებმაც საგუშაგოსთან მანქანა არ გააჩერეს.
XS
SM
MD
LG