Accessibility links

logo-print

დღეს ისრაელმა პალესტინელებს გადააბარა კონტროლი


დღეს ისრაელმა პალესტინელებს გადააბარა კონტროლი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლემზე, როგორც ეს "გზამკვლევის" სახელით

დღეს ისრაელმა პალესტინელებს გადააბარა კონტროლი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლემზე, როგორც ეს "გზამკვლევის" სახელით
ცნობილი სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული. ეს ნაბიჯი მოჰყვა გუშინ, იერუსალიმში გამართულ მოლაპარაკებას ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრებს, არიელ შარონსა და მაჰმუდ აბასს შორის. შეხვედრის შემდეგ შარონმა განაცხადა, რომ უკეთესი მომავლის პერსპექტივა ორივე ხალხისთვის ახლა უფრო ხელშესახები ჩანს, ვიდრე უწინ. მას კვერი დაუკრა აბასმა, რომლის თქმით, პალესტინელ ხალხს აღარ სურს ისრაელთან მტრული ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG