Accessibility links

logo-print

ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ერაყში


ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ერაყში დარჩებიან მანამ, სანამ ქვეყანაში

ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ერაყში დარჩებიან მანამ, სანამ ქვეყანაში
ახალი მთავრობა ჩამოყალიბდებოდეს და მოხდებოდეს ვითარების სრული სტაბილიზება - ამ შინაარსის განცხადებები შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა გააკეთეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ, რომელიც დღეს ერაყის ქალაქ ბასრას ეწვია, აღნიშნა, რომ დამხობილი რეჟიმის მომხოეთა ვერავითარი მტრული ქმედებები ვერ აიძულებს მოკავშირეებს, ერაყიდან თავიანთი ჯარები გაიყვანონ. ანალოგიური განცხადებით გამოვიდა გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. ერაყში მოკავშირეთა ეგიდით მოქმედი დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა დღეს დაადასტურა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ივლისის შუა რიცხვებისთვის არის ნავარაუდევი. გუშინ ბაღდადსა და მის გარეუბნებში მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შედეგად ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG