Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ გააკრიტიკა ვაშინგტონის გადაწყვეტილება


ევროპის კომისიამ გააკრიტიკა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს 35 ქვეყანას,

ევროპის კომისიამ გააკრიტიკა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს 35 ქვეყანას,
რომლებმაც აშშ-თან არ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ამერიკელებს გაათავისუფლებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობისგან. ევროკომისიის წარმომადგენელმა დიეგო დე ოხედამ შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო სასამართლოს მიმართ ვაშინგტონის პოზიციით, მაგრამ ამასთანავე, კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ ზეწოლას გაუძლო და ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა. აშშ-ის მთავრობის სანქციები შეეხება აშშ-ის ისეთ ტრადიციულ მოკავშირეებს, როგორიც არიან კოლუმბია და სამხრეთი აფრიკა, აგრეთვე აღმოსავლეთი ევროპის ექვს ქვეყანას, რომლებიც გაისად ნატოში უნდა გაწევრიანდნენ: ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვაკეთსა და სლოვენიას. ვაშინგტონთან შეთანხმების გაფორმების ვადა გუშინ ამოიწურა. აშშ-ის კანონის თანახმად, ნატოს წევრებსა და აშშ-ის მიერ "მთავარ არანატოელ მოკავშირებად" მიჩნეულ ქვეყნებს სანქციები არ შეეხებათ. თეთრმა სახლმა დაასახელა კიდევ 22 სახელმწიფო, რომლებსაც ვაშინგტონთან ამგვარი გარიგება აქვთ, ან მათთვის დახმარების გაწევა აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სანქციები არ შეეხება, საქართველოც არის.
XS
SM
MD
LG