Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს, პარლამენტში, ინტელიგენციასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს, პარლამენტში, ინტელიგენციასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,
რომ იწყებს მოქმედებას იმ ადამიანთა შესაკავშირებლად, რომლებიც თანამოაზრეებად და საზოგადოებისათვის მისაღებ პიროვნებებად მიაჩნია. ბურჯანაძის აზრით, დემოკრატიულად და ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები უნდა შეიკრიბონ და კონკრეტულად უთხრან საზოგადოებას, როგორ ესახებათ საქართველოს განვითარება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია გაერთიანდებოდა, თუმცა, ყველა ოპოზიციური ძალა არც მისთვის არის მისაღები. ამავე დროს, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არა აქვს პოლიტიკური პარტიის შექმნის ამბიცია.
XS
SM
MD
LG