Accessibility links

logo-print

რუსეთში დააპატიმრეს ბიზნესმენი პლატონ ლებედევი


რუსეთში დააპატიმრეს ბიზნესმენი პლატონ ლებედევი, რომელსაც სახელმწიფოს კუთნვილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.

რუსეთში დააპატიმრეს ბიზნესმენი პლატონ ლებედევი, რომელსაც სახელმწიფოს კუთნვილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ლაპარაკია რუსეთის გიგანტური ნავთობკომპანია "იუკოსის" აქციების უმრავლესობის მფლობელი ჯგუფის, "მენატეპის" ხელმძღვანელზე, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფოს კუთვნილი 280 მილიონი დოლარის მითვისებაში კიროვის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ყიდვისას. "მენატეპის" პრეს-მდივანმა იური კოტლევმა უარყო ეს ბრალდება. ლებედევის დაპატიმრება დაგმო ასევე კომპანია "იუკოსის" თავმჯდომარემ, მიხაილ ხოდოროვსკიმ.
XS
SM
MD
LG