Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 25 მილიონ დოლარს გადაიხდის


აშშ 25 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციაში, რომელიც გზას გაუკვალავს ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის შეპყრობას, ან დაადასტურებს, რომ ის ცოცხალი აღარ არის.

აშშ 25 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციაში, რომელიც გზას გაუკვალავს ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის შეპყრობას, ან დაადასტურებს, რომ ის ცოცხალი აღარ არის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით: [კოლინ პაუელის ხმა] "ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ყველა ზომის მიღება სადამ ჰუსეინის ადგილსამყოფელის დასადგენად, გასარკვევად, ის ცოცხალია თუ არა, რათა ხელი შევუწყოთ ვითარების სტაბილიზაციას და ბაღდადელები დავარწმუნოთ, რომ ის აღარ დაბრუნდება. ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ ამ ზომის მიღება". ხუთშაბათს ერაყიდან მოსული ინფორმაციით, ბაღდადში და ბაღდადის მახლობლად ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე იერიშის შედეგად დაიჭრა სულ ცოტა 10 ამერიკელი ჯარსიკაცი და დაიღუპა 2 ერაყელი. ვარშავის ყოველდღიური გაზეთი "ჟეჩპოსპოლიტა" კი იუწყება, რომ პოლონელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფი ჩავიდა ქუვეითში, საიდანაც ერაყს მიაშურებს. ჯგუფს ევალება მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება, ვიდრე პოლონეთი სათავეში ჩაუდგებოდეს მრავალეროვან მასტაბილიზებელ ჯარებს, რომლებიც ერაყში ომის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ სექტორს გააკონტროლებენ. ასევე ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ 37 მილიონ ევროს გააგზავნის ერაყში ჯანდაცვისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG