Accessibility links

გერმანიის კანცლერის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა


გერმანიის კანცლერის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა ევროპარლამენტის გერმანელი წევრის ნაცისტებთან შედარების გამო.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა ევროპარლამენტის გერმანელი წევრის ნაცისტებთან შედარების გამო.
კანცლერ გერჰარდ შრიოდერმა ინციდენტი დამთავრებულად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დანარჩენი ევროპარლამენტში უნდა მოგვარდეს. ხოლო სილვიო ბერლუსკონის მიერ რომში გაკეთებული განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან საუბარში სინანული გამოთქვა ნაცისტებთან შედარებით გამოწვეული გაუგებრობის გამო. ბერლუსკონიმ აღნიშნა აგრეთვე, რომ განაწყენებული იყო კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით გამოთქვა გერმანელმა პარლამენტარმა ევროპარლამენტში დებატების დროს. ხუთშაბათს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ბერლუსკონისაგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მან გერმანელი პარლამენტარი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის მცველს შეადარა.
XS
SM
MD
LG