Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ კალკილიაში მოკლეს


ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ კალკილიაში მოკლეს პალესტინელი ექსტრემისტი და დროებით გადაკეტეს ავტოტრასა ღაზის სექტორში.

ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ კალკილიაში მოკლეს პალესტინელი ექსტრემისტი და დროებით გადაკეტეს ავტოტრასა ღაზის სექტორში.
ისრაელის განმარტებით, ოპერაცია მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ კალკილიაში და ღაზის მთავარი ავტოტრასის 6-საათიანი გადაკეტვა მოჰყვა პალესტინელი ექსტრემისტების მიერ განხორციელებულ იერიშებს. ხოლო პალესტინელების საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათმა პორტუგალიაში ვიზიტისას ისრაელი გააკრიტიკა პალესტინელის მოკვლის გამო, მაგრამ დასძინა, რომ ამ ინციდენტმა ხელი არ უნდა შეუშალოს სამშვიდობო პროცესს. იუწყებიან აგრეთვე, რომ პალესტინელების პერმიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა ისრაელი სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა: "ეს არის საბოტაჟის აქტები და ჩვენ მათ არ შევურიგდებით. ეს არის პალესტინელების ეკონომიკის განადგურების შეგნებული მცდელობა". იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელმა გაათავისუფლა პალესტინელების უშიშროების უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელი და კიდევ 33 პალესტინელი პატიმარი. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასს დაურეკა და მას მადლობა გადაუხადა სამშვიდობო გეგმის განხორციელებისაკენ მიმართული ზომების მიღებისათვის.
XS
SM
MD
LG