Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯარისკაცებმა ერაყელთა შეიარაღებული რაზმი


აშშ-ის ჯარისკაცებმა ერაყელთა შეიარაღებული რაზმი მოსპო.

აშშ-ის ჯარისკაცებმა ერაყელთა შეიარაღებული რაზმი მოსპო.
რაზმი არმიის კოლონას დადესხა თავს ბაღდადის ჩრდილოეთში. ცნობის თანახმად, ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს ყველა თავდამსხმელი, რომლებმაც რაკეტები და მცირე იარაღიდან ცეცხლი დაუშინა მათ. დღესვე, ბაღდადში, აფეთქების შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. გუშინ ერთი ჯარისკაცი სნაიპერმა მოკლა. ათზე მეტი დაიჭრა გუშინვე, როცა სამხედრო საწყობს ცეცხლი გაუხსნეს. სულმცირე 26 ჯარისკაცი დაიღუპა მას მერე, რაც აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომის მთავარი ნაწილი დასრულდა. იმავე პერიოდში 6 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ ჯაზირამ" დღეს გადასცა სადამ ჰუსეინის მიმართვა, რომელიც ტელეარხის მტკიცებით 14 ივნისაა ჩაწერილი. ჰუსეინი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეები ერაყში არიან და რომ ქვეყანაში უამრავი რაზმია შექმნილი უცხოური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩანაწერი გმოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 25 მილიონი შესთავაზა მას, ვინც ჰუსეინის დაჭერას შეაძლებინებს მას, ან კიდევ მის სიკვდილს დადასტურებს. ჩანაწერის ავთენტურობის გარკვევაზე მუშაობენ. თუკი გაირკვა, რომ ეს მართლაც ჰუსეინია, დამტკიცდება, რომ ის ომს გადაურჩა.

XS
SM
MD
LG