Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ჰოლანდიელი მშვიდობისდამცველი დაიჭრა დღეს


3 ჰოლანდიელი მშვიდობისდამცველი დაიჭრა დღეს ქაბულის ჩრდილოეთ შემოგარენში მომხდარი აფეთქების შედეგად.

3 ჰოლანდიელი მშვიდობისდამცველი დაიჭრა დღეს ქაბულის ჩრდილოეთ შემოგარენში მომხდარი აფეთქების შედეგად.
როგორც საერთაშორისო სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით არაა ცნობილი. გასულ თვეს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ქაბულში 4 გერმანელი მშვიდობისდამცველი დაიღუპა. ავღანეთის დედაქალაქსა და მიმდებარე დასახლებებში 29 ქვეყნიდან ჩასული 5,000 სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. აგვისტოში, გერმანია და ნიდერლანდები ნატოს კავშირს გადააბარებენ სამშვიდობო ძალების მეთაურობას.
XS
SM
MD
LG