Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ ქეთაში ათასობით ადამიანი


პაკისტანის ქალაქ ქეთაში ათასობით ადამიანი დაესწრო შიიტების მეჩეთზე პარასკევს განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიალს.

პაკისტანის ქალაქ ქეთაში ათასობით ადამიანი დაესწრო შიიტების მეჩეთზე პარასკევს განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიალს.
მეჩეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 48 ადამიანი დაიღუპა. ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. ტერორისტულ აქტს ქეთაში მღელვარება მოჰყვა, შიიტები ავტომანქანებს, სახლებს უკიდებდნენ ცეცხლს. ადგილობრივ ხელისუფალთა ცნობით, არეულობისას ქეთაში, სუნიტების რელიგიური სკოლის მაწავლებელი იქნა მოკლული. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა ტერორისტების ნამოქმედარს "ბარბაროსობა" უწოდა და განაცხადა, რომ მოძებნის და სათანადოდ დასჯის ამ დანაშაულის ორგანიზატორებს. ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა სუნიტმა ექსტრემისტებმა განახორციელეს. როგორც სუნიტი, ასევე შიიტი ექსტრემისტების ძალადობამ, მიმდინარე წელს პაკისტანში 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG