Accessibility links

logo-print

დასავლეთი ერაყის ქალაქ რამადიში დღეს


დასავლეთი ერაყის ქალაქ რამადიში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 7 ერაყელი პოლიციელი დაიღუპა,

დასავლეთი ერაყის ქალაქ რამადიში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 7 ერაყელი პოლიციელი დაიღუპა,
ათობითაა დაჭრილი. ინციდენტი მოხდა პოლიციის განყოფილების შენობასთან, რომლის მახლობლად ამერიკელი სამხედროები ქუჩაში მორიგ მეცადინეობას უტარებდნენ ერაყის პოლიციის მომავალ თანამშრომლებს. პარასკევს, ქატარის ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" გადასცა აუდიოჩანაწერი ხმისა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სადამ ჰუსეინისა უნდა იყოს. ფირზე ჩაწერილ მიმართვაში ნათქვამია, რომ სადამ ჰუსეინი და მისი თანამებრძოლები ერაყში იმყოფებიან და წინააღმდეგობის ძალებს ჰქმნიან ქვეყანაში მყოფ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებთან საბრძოლველად. ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სადამ ჰუსეინისა და მისი შეიარაღებული მომხრეების შესაპყრობად ბაღდადის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაცია - გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG