Accessibility links

თურქეთმა აშშ-ს მიმართა თხოვნით, რომ


თურქეთმა აშშ-ს მიმართა თხოვნით, რომ გაათავისუფლონ 11 თურქი სამხედრო მოსამსახურე,

თურქეთმა აშშ-ს მიმართა თხოვნით, რომ გაათავისუფლონ 11 თურქი სამხედრო მოსამსახურე,
რომლებიც პარასკევს დააკავეს ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ სულეიმანიაში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს. თურქეთის პრესაში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, თურქეთის სპეცსამსახურის დაკავებულ 3 ოფიცერსა და 8 სერჟანტს, ერაყის ქალაქ ქირქუქის გუბერნატორზე, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ლიდერ ჯალალ თალაბანიზე თავდასხმის მომზადებაში ედება ბრალი. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა ამ ინციდენტს უაღრესად არასასიამოვნო უწოდა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თავის თურქ კოლეგას აბდულა გიულს აღუთქვა, რომ ყველა ღონეს იხმარს დაკავებული თურქი სამხედროების გასათავისუფლებლად. ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ თურქეთი გამოთქვამდა შიშს, რომ ერაყში შესაძლოა ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფო დაარსდეს.
XS
SM
MD
LG