Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტებმა აღმოსავლეთ ბოსნიაში მიაკვლიეს მასობრივ


ექსპერტებმა აღმოსავლეთ ბოსნიაში მიაკვლიეს მასობრივ საფლავებს,

ექსპერტებმა აღმოსავლეთ ბოსნიაში მიაკვლიეს მასობრივ საფლავებს,
რომლებშიც, როგორც ვარაუდობენ, ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1992-ტ 95-ტი წლების სამოქალაქო ომის მსვლელობისას დახოცილ მაჰმადიანთა გვამებია ჩამარხული. ბოსნიელ მაჰმადიანთა უგზო-უკვლოდ დაკარგული ხალხის მოსაძიებელი კომისიის წევრმა მურატ ჰურტიჩმა კორესპონდენტებს უთხრა, რომ დღეისათვის 65 გვამის ამოიღება მოხერხდა დაბა ზვორნიკის მახლობლად მდებარე 7 მასობრივი საფლავიდან. ჰურტიჩის თქმით, მერვე საფლავის ექსკავაცია ორშაბათს დაიწყება. მას შემდეგ, რაც ბოსნიის ომი დამთავრდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიამ 16,500 მეტი გვამი ამოიღო 280-ზე მეტი მასობრივი საფლავიდან.
XS
SM
MD
LG