Accessibility links

logo-print

შაბათს, სასამართლომ ტაშკენტში პატიმრობა მიუსაჯა


შაბათს, სასამართლომ ტაშკენტში პატიმრობა მიუსაჯა უზბეკეთში კანონგარეშედ გამოცხადებული ისლამური ორგანიზაცია "ჰეზბ-უთ-თაჰრირის" 15 წევრს.

შაბათს, სასამართლომ ტაშკენტში პატიმრობა მიუსაჯა უზბეკეთში კანონგარეშედ გამოცხადებული ისლამური ორგანიზაცია "ჰეზბ-უთ-თაჰრირის" 15 წევრს.
ადამიანის უფლებათა ადგილობრივი აქტივისტის სურათ იქრამოვის ცნობით, ანტიკონსტიტუციური ქმედებისათვის 13 ბრალდებულს სასამართლომ სხვადასხვა ვადით მიუსაჯა პატიმრობა 7-დან 13-ტ წლამდე, ხოლო ორს - პირობითა აქვს მისჯილი სამწლიანი პატიმრობა. იქრამოვმა განაცხადა, რომ ბრალდებულებმა წამების დროს აღიარეს თავი დამნაშავედ, ხოლო ციხეში ყოფნისას მათ არ მისცეს ვექილებთან შეხვედრის უფლება. "ჰეზბ-უთ-თაჰრირი" გამოდის მოწოდებით, რომ შუა აზიის ქვეყნების ტერიტორიაზე შეიქმნას ერთიანი ისლამური სახალიფო, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ძალისმიერი მეთოდების გამოყენების წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG