Accessibility links

შაბათს კუვეიტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.


შაბათს კუვეიტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

შაბათს კუვეიტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
50 ადგილს პარლამენტში, 25 სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის 240 კანდიდატი ეცილებოდა ერთმანეთს. კუვეიტში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში არ შეუძლიათ მონაწილეობა ქალებს, აგრეთვე იმ პირებს, ვინც ახლახან მიიღო ადგილობრივი მოქალაქეობა. არჩევნებში არც სამხედროები და პოლიციელები მონაწილეობენ. ამდენად, კუვეიტის 850-ი ათასიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 15 პროცენტსა აქვს ხმის უფლება. არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში უშიშროების საგანგებო ზომები იყო მიღებული. არჩევნების წინასწარი შედეგები კვირას გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG