Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შაბათს


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შაბათს გამოაცხადა,

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შაბათს გამოაცხადა,
რომ კუნძულ ტაივანზე ბოლო მოეღო ატიპიური პნევმონიის ეპიდემიას. ეს კუნძული რჩებოდა უკანასკნელ ტერიტორიად, სადაც ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით არასასურველი იყო ჩასვლა. ხსენებული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გრუ ჰარლემ ბრუნდტლანდმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების დასტურია, თუმცა არ გამორიცხა ამასთანავე ახალი ეპიდემიის შესაძლებლობაც.
XS
SM
MD
LG