Accessibility links

logo-print

დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით 16 ადამიანი


დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით 16 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა შაბათს მოსკოვში,

დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით 16 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა შაბათს მოსკოვში,
ტუშინოს აეროდრომზე მოწყობილი როკ-მუსიკის
ფესტივალის "კრილიას" მსვლელობისას მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ორმა თვითმკვლელმა ქალმა იმ დროს აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობები, როცა მილიციამ გააჩერა ისინი საბუთების შესამოწმებლად. აფეთქებები მოხდა არა აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც ათასობით მაყურებელი იყო თავოყრილი, არამედ მის შესასვლელთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია ერთ-ერთი თვიმკვლელის ვინაობა. ესაა ზალიხან ელიხაჯიევა, ჩეჩნეთის სოფელ ყურაჩალოის მკვიდრი. ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთში სალამბეკ მაიგოვმა განაცხადა, რომ მასხადოვი და მისი მთავრობა არანაირად არ არიან მომხდართან დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG