Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი კვლავ უარზეა, გაეროს ინსპექტორებს


ირანი კვლავ უარზეა, გაეროს ინსპექტორებს საშუალება მისცეს შეამოწმონ მისი ბირთვული პროგრამა,

ირანი კვლავ უარზეა, გაეროს ინსპექტორებს საშუალება მისცეს შეამოწმონ მისი ბირთვული პროგრამა,
აცხადებს რა, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას მეტი დრო სჭირდება. მთავრობის წარმომადგენელმა აბდოლა რამეზანზადემ თქვა, რომ ირანი მართლაც დადებითად უყურებს მომავალ მოლაპარაკებებს. ვაშინგტონი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანისგან მოითხოვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების დამატებას მოაწეროს ხელი. ეს გაეროს ინსპექტორებს ნებას მისცემს მოულოდნელი შემოწმება ჩაუტარონ ირანის ბირთვულ ობიექტებს.მოლაპარაკება გრძელდება, ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ ირანი მალულად ცდილობს ბირთვული იარაღი შექმნას. ირანი თანახმაა დაუშვას ინსპექტორები თავის ობიექტებზე იმ პირობით, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა მას დახმარებას გაუწევს ბირთვული პროგრამის განვითარებაში.
XS
SM
MD
LG