Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიის თანახმად, ერთი ამერიკელი


აშშ-ის არმიის თანახმად, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც საგუშაგოზე იყო ბაღდადის უნივერსიტეტთან,

აშშ-ის არმიის თანახმად, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც საგუშაგოზე იყო ბაღდადის უნივერსიტეტთან,
მძიმედ დაჭრეს. მაიორ უილიამ თურმონდის თქმით, ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დღესვე, ქალაქ აბუსადა ალ საგრაში ნაღმი ესროლეს ამერიკელთა დანაყოფს, ერთი ჯარისკაცი დაჭრეს. გაეროს მისიის ინფორმაციით, ქალაქ მოსულში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს ესროლეს გუში ნაღმი, დააშავეს ერთი ადგილობრივი თანამშრომელი. აშშ-ის არმიამ დღეს გამოაცხადა, რომ დაასრულა ოპერაცია, რომლის მიზანი ჰუსეინის მომხრეთა მიგნება და დაპატიმრება იყო. ცნობით, 282 პირი დააკავეს და დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს.
XS
SM
MD
LG