Accessibility links

logo-print

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს


აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ორი დღით,

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ორი დღით,
განაცხადა რომ საქართველოს მთავრობაცა და ოპოზიციაც დაეთანხმა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სქემას საპარლამენტო არჩევნებისა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და ოპოზიციასთან შეხვედრებზე შეთანხმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და რეგიონალური საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხები, განაცხადა ჯეიმს ბეიკერმა კვირას გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის სქემა 10 პუნქტს შეიცავს. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტმა 2 აგვისტომდე უნდა დაამტკიცოს ახალი საარჩევნო კოდექსი, 1 აგვისტომდე პოლიტიკურმა პარტიებმა ცსკოს შემადგენლობა უნდა შეათანხმონ, ხოლო საქართველოს მთავრობამ 1 სექტემბრამდე ამომრჩეველთა სიები უნდა დააზუსტოს და ინტერნეტში განათავსოს. მხარეებთან შეთანხმებული "სტანდარტების სიაში" აღნიშნულია, რომ ყოველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ წინასაარჩევნო პერიოდში და მის შემდეგ თავი უნდა შეიკავოს ძალადობისა ან მისკენ მოწოდებისაგან, მუქარის და დაშინებისაგან.
თბილისში გამართული კონსულტაციების დროს ჯეიმს ბეიკერის მიერ შეთავაზებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მოდელი ასე გამოიყურება: კომისიის 5 წევრს ნიშნავს მთავრობა, 9-ს - ოპოზიცია, ხოლო ცსკოს თავმჯდომარეს, რომელიც პოლიტიკურად არააქტიური, ყველასთვის ცნობილი და მისაღები ფიგურა იქნება, ეუთო დანიშნავს.
ოპოზიციის დიდი ნაწილი და სახელისუფლო ძალები აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების შესახებ ამერიკული რეკომენდაციები მათთვის მისაღებია.
XS
SM
MD
LG