Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დღეს გაათავისუფლა 350 პალესტინელი


ისრაელმა დღეს გაათავისუფლა 350 პალესტინელი პატიმარი. ეს მისი მხრივ "მეგზურად წოდებული" სამშვიდობო გეგმის შესრულების ერთ-ერთი პირობის შესრულებას წარმოადგენს.

ისრაელმა დღეს გაათავისუფლა 350 პალესტინელი პატიმარი. ეს მისი მხრივ "მეგზურად წოდებული" სამშვიდობო გეგმის შესრულების ერთ-ერთი პირობის შესრულებას წარმოადგენს.



პალესტინელთა შეიარაღებული გაერთიანების "ჰამასის წარმომადგენელმა ისმაილ ჰანიემ "ფრანცპრესს" განუცხადა, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს 350 პალესტინელი პატიმარი, არ არის დამაკმაყოფილებელი. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. "ჰამასის" თანახმად, ყველა დაკავებულის განთავისუფლებაა ზავის პირობა, რომელიც შეიარაღებულმა ჯგუფებმა მიიღეს წარსულ შაბათკვირას. სხვადასხვა მონაცემებით, ისრაელის საპატიმროებში 6 ათასიდან 8000 ათასამდე პალესტინელი პატიმარია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელთან მოჰამად დაჰლანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. მოფაზმა არ დააზუსტა ნათქვამია, განაცხადა მხოლოდ, რომ პალესტინელები იწყებენ ტერორიზმთან ბრძოლას. მოფაზმა თქვა, რომ მას მერე, რაც პალესტინელთა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ზავის შესახებ გამოაცხადეს, შემცირდა თავდასხმები. დაჰლანმა მოუწოდა ისრაელს გაიყვანოს ჯარი პალესტინელთა სხვა ქალაქებიდანაც იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან.

XS
SM
MD
LG