Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის


თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჰილმი ოზქოქმა აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჰილმი ოზქოქმა აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ
ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ სულეიმანიაში ამერიკელმა ჯარისკაცებმა პარაკევს 11 თურქი სამხედრო მოსამსახურე დააპატიმრეს.
შეერთებული შტატების ელჩს თურქეთში რობერტ პირსონს, ოზქოქმა დღეს ანკარაში უთხრა, რომ ხსენებულმა ინციდენტმა ზიანი მიაყენა ურთიერთობას ნატოს ორ მოკავშირეს შორის: "თავიდანვე მთელი ძალისხმევა, როგორც მთავრობის ასევე სამხედრო დონეზე, განსაკუთრებით ჩემსა და ამერიკელ კოლეგებს შორის, იმისკენ იყო მიმართული, რომ მყისვე მოგვარებულიყო ეს ინციდენტი. მაგრამ, ეს ამბავი, საუბედუროდ უნდობლობის ვეებერთელა კრიზისში გადაიზარდა თურქეთისა და შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს შორის", - განაცხადა ჰილმი ოზქოქმა. თურქეთის ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ დაკავებული თურქი სამხედროები კვირას ღამით გაათავისუფლეს, თუმცა ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG