Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისრაელის მთავრობას


პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისრაელის მთავრობას განუცხადეს,

პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისრაელის მთავრობას განუცხადეს,
რომ სამშვიდობო პროცესი საფრთხეში აღმოჩნდება, თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების წევრებს, რაც "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმითაა გათვალისწინებული. პალესტინელ პატიმართა საკითხების მინისტრმა ჰიშამ აბდელრაზექმა ისრაელის იუსტიციის მინისტრს ტომი ლაპიდს უთხრა, რომ ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის დაპატიმრებული წევრების გათავისუფლება გააძლიერებს პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრის მაჰმუდ აბასის მთავრობის პოზიციას. ტომი ლაპიდმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ ისრაელში დაპატიმრებულ ექსტრემისტთა გათავისუფლება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება პალესტინელთა ხელმძღვანელობის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ: "პალესტინელები მოითხოვენ პატიმართა გათავისუფლებას, ჩვენ კი ვამბობთ, რომ პროგრესი ამ მხრივ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შესძლებენ პალესტინელები იარაღის ამოღებასა და ტერორისტების დაკავებას". ხოლო ჰამასის წარმომადგენელმა აბდულ აზიზ რანთესიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ თუ ისრაელი სამთვიანი დაზავების პერიოდში არ გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს, მაშინ პალესტინელთა ყველა დაჯგუფება მოიხსნის დაზავების პირობით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. ისრაელი დთანახმდა პირობით გაათავისუფლოს 350-დე პალესტინელი პატიმარი, ხოლო ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის წევრების გათავისუფლებაზე უარს ამბობს.
XS
SM
MD
LG