Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა


ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ დღეს განაცხადა, რომ მას სწამს, რომ იტალიის თავმჯდომარეობის პერიოდი ევროკავშირში წარმატებული იქნება.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ დღეს განაცხადა, რომ მას სწამს, რომ იტალიის თავმჯდომარეობის პერიოდი ევროკავშირში წარმატებული იქნება.
მან იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკო ფრატინისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კავშირის საგარეო პოლიტიკისთვის მომავალი ექვსი თვე მნიშვნელოვანი იქნება. ბრიუსელში ევროპის პარლამენტის წარმომადგენელმა დევიდ ჰარლიმ თქვა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეს პატ კოქსს ბოდიში მოუხადა გერმანელი დეპუტატისთვის ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველის როლთან დაკავშირებით ნათქვამისთვის. ევროკავშირის გაფართოების კომისიამ გააკრიტიკა იტალიის პრემიერი, ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სილვიო ბერლუსკონიიმის გამო, რომ იტალიელმა პოლიტიკოსმა ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ბელორუსია, უკრაინა, ისრაელი და რუსეთი კავშირში შესვლაზე ილაპარაკა. კომისიის ხელმძღვანელმა გიუნტერ ფერჰოიგენმა თქვა, რომ კავშირმა უნდა შეწყვიტოს თავისი წევრობის ყველასთვის შეთავაზება.
XS
SM
MD
LG