Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა დღეს სენეგალში, რომ მას გაეროსთან და აფრიკელებთან ერთად სურს ლიბერიაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა დღეს სენეგალში, რომ მას გაეროსთან და აფრიკელებთან ერთად სურს ლიბერიაში
სამოქალაქო ომის დასრულებისთვის იზრუნოს. მას არ გადაუწყვეტია გააგზავნის თუ არა იქ ჯარს. ბუშმა ეს განაცხადა დასავლეთი აფრიკის შვიდი ქვეყნის, ბენინის, კაბო ვერდეს, გამბიის, განას, მალის, ნიგერის და სიერა ლეონეს -პრეზიდენტებთან შეხვედრისას. ბუშის ეს ნათქვამი მოჰყვა ამერიკელთა 30 კაციანი ჯგუფის ჩასვლას ლიბერიაში, სადაც მათ ვითარება უნდა შეისწავლონ. იქ სამკვირიანი ომის შემდეგ ასობით ადამიანი დაიღუპა. ჯორჯ ბუში დღესვე სამხრეთი აფრიკის სტუმარია. აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა ასევე ბოცვანას, ნიგერიას და უგანდას თავისი ხუთდღიანი მოგზაურობის მანძილზე.
XS
SM
MD
LG