Accessibility links

პაკისტანმა ავღანეთში დახურა თავის


პაკისტანმა ავღანეთში დახურა თავის საელჩო მას მერე, რაც შენობას შეუტიეს ავღანელებმა,

პაკისტანმა ავღანეთში დახურა თავის საელჩო მას მერე, რაც შენობას შეუტიეს ავღანელებმა,
რომლებიც პროტესტს უცხადებენ პაკისტანის მიერ ავღანეთში ჯარის სავარაუდო შეჭრას. პაკისტანის საელჩოში ასეულობით ავღანელი სტუდენტი შეიჭრა და დალეწეს ფანჯრები, კომპიუტერები, ტელევიზორები, ვიდრე მათ პოლიცია არ გაყრიდა. პაკისტანის ელჩმა დაადანაშაულა მთავრობა, რომ არაფერს აკეთებს თავდამხმის თავიდან ასაცილებლად. ქაბულიშ დღენს დემონსტრაცია მოეწყო, მასზე გამოსულმა ათასადმე ადამიანმა ავღანეთში პაკისტანის შეჭრა გააპროტესტა. პაკისტანი უარყოფს, რომ ჯარი შეიჭრა ავღანეთში. ორივე მხარე ამასთან ადასტურებს, რომ სროლა საზღვარზე მოხდა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მკაცრად დაგმო ქაბულში მომხდარი და განაცხადა, რომ კომპენსაციას გადაუხდის პაკისტანს. ამასთან მის დიპლომატებს მეტი უსაფრთხოება აღუთქვა.
XS
SM
MD
LG