Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,
რომ ჯეჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება ლიბერიაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუშმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა ზომები მიიღოს ლიბერიაში სისხლისღვრის შესაწყვეტად, ხოლო კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული ეს საკითხი განხილვის პროცესშია. სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ტაბო მბეკისთან ბუშის შეხვედრა ტერორიზმთან ბრძოლის, აფრიკის კონტინენტზე შიდსის ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიღებასა და მეზობელ ზიმბაბვეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას დაეთმო. აფრიკის ქვეყნებში ამჟამინდელი მოგზაურობისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბოტსვანას, ნიგერიასა და უგანდასაც ეწვევა.
XS
SM
MD
LG