Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ჯარის სარდლობამ განაცხადა, რომ


ამერიკის ჯარის სარდლობამ განაცხადა, რომ ერაყში დაკავებულია ერაყის დამხობილი მთავრობის კიდევ ორი წევრი იმ 55-კაციანი სიიდან,

ამერიკის ჯარის სარდლობამ განაცხადა, რომ ერაყში დაკავებულია ერაყის დამხობილი მთავრობის კიდევ ორი წევრი იმ 55-კაციანი სიიდან,
რომლებსაც შეერთებული შტატები დაეძებს. მიზბან ჰადრ ალ-ჰადი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა ბაათის პარტიაში და ხსენებულ სიაში 23 ნომრად ირიცხება, გუშინ ჩაბარდა ამერიკელებს ბაღდადში. ხოლო იმის შესახებ, თუ სად და როდის დააკავეს ერაყის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მაჰმუდ დიაბ ალ-აჰმედი, ცნობაში არაფერია ნათქვამი. დიაბ ალ-აჰმედი 29-ეა ძებნილთა სიაში. ამდენად, 55-ძებნილთაგან ამერიკელ სამხედროებს 34 პირი ჰყავთ უკვე დაკავებული. ამასობაში იუწყებიან, რომ ერაყის ქალაქ ელ-ფალუჯაში ამერიკელ სამხედროებს დღეს ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მას შემდეგ, რაც აპრილის მიწურულს ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს და 16 ადგილობრივი მკვიდრი მოკლეს, ვითარება ელ-ფალუჯაში უაღრესად დაძაბულია.
XS
SM
MD
LG