Accessibility links

კოალიციური ძალების სარდლობამ ერაყში დღეს


კოალიციური ძალების სარდლობამ ერაყში დღეს გამოაცხადა,

კოალიციური ძალების სარდლობამ ერაყში დღეს გამოაცხადა,
რომ 19 ივლისს გაწვევა დაიწყება ერაყის ახალ ეროვნულ არმიაში. გენერალ-მაიორმა პოლ იტონმა, რომელსაც ერაყელი წვევამდელების გაწვრთნა აქვს დავალებული, განაცხადა, რომ გაწვევა ქალაქებში: ბაღდადში, ბასრასა და მოსულში დაიწყება. გეგმის თანახმად, 1000 ერაყელი წვევამდელის გაწვრთნა აგვისტოში უნდა დაიწყოს. ამ წლის ბოლოსათვის ერაყის ახალ არმიას 40,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი ეყოლება. გენერალმა იტონმა განაცხადა, რომ ახალ არმიაში იმსახურებს ერაყში მცხოვრები ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, ხოლო რაც შეეხება ქალების გაწვევას, გადაწყვეტილება ამის თაობაზე ერაყის მომავალმა მთავრობამ უნდა მიიღოს. აწ უკვე აკრძალული ბაათის პარტიის წევრები, აგრეთვე ერაყის, მაისში დაშლილი შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები ახალ არმიაში ვერ იმსახურებენ.
XS
SM
MD
LG