Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი თავის თანამდებობაზე დარჩება, აცხადებს ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ შაათი.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი თავის თანამდებობაზე დარჩება, აცხადებს ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ შაათი.
დღეს ჩინეთში ვიზიტისას შაათმა დაადასტურა, რომ პალესტინელთა ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაა ისრაელთან მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე. მაგრამ ეს არ გამოიწვევს თანამდებობრივ გადაადგილებებსო, დასძინა მან. სამშაბათს მაჰმუდ აბასმა დატოვა იასირ არაფათის მოადგილის თანამდებობა მოძრაობა "ფათჰში" და დაიმუქრა, რომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გადადგება. პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" განაცხადა, რომ ისრაელთან ზავი შეწყდება, თუკი ისრაელის ხელისუფლება ციხეებიდან არ გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს. ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ გაათავისუფლებს მხოლოდ იმათ, ვისაც კავშირი არა აქვს თვითმკვლელთა ტერორისტულ აქტებთან.
XS
SM
MD
LG