Accessibility links

logo-print

გერმანია საკუთარი სამხედროების ერაყში გაგზავნის


გერმანია საკუთარი სამხედროების ერაყში გაგზავნის საკითხს მხოლოდ ერაყის ლეგიტიმური დროებითი მთავრობის მოთხოვნით განიხილავს და ამას მხოლოდ გაეროს მანდატით განახორციელებს.

გერმანია საკუთარი სამხედროების ერაყში გაგზავნის საკითხს მხოლოდ ერაყის ლეგიტიმური დროებითი მთავრობის მოთხოვნით განიხილავს და ამას მხოლოდ გაეროს მანდატით განახორციელებს.
გერმანიის ხელისუფლების ეს განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის მიერ პარიზისა და ბერლინისთვის ერაყში მშვიდობის დაცვაში მონაწილეობის თხოვნას მოჰყვა. ერაყის თემა იქნება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოშკა ფიშერის ვაშინგტონში ვიზიტის უმთავრესი თემა. ვიზიტი ორშაბათს შედგება. გერმანიისგან განსხვავებით ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 1300 ჯარისკაცს გაგზავნის ერაყში სტაბილურობის დასაცავად. ესპანელი ჯარისკაცები თვით ომის მიმდინარეობის დროსაც იმყოფებოდნენ ერაყში, მხოლოდ - არასაბრძოლო ქვედანაყოფებში.
XS
SM
MD
LG