Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საელჩოს ერაყში აშშ არ


რუსეთის საელჩოს ერაყში აშშ არ მიიჩნევს დიპლომატიურ მისიად და ვერ უზრუნველყოფს საელჩოს თანამშრომელთა უშიშროებას,

რუსეთის საელჩოს ერაყში აშშ არ მიიჩნევს დიპლომატიურ მისიად და ვერ უზრუნველყოფს საელჩოს თანამშრომელთა უშიშროებას,
-განაცხადა მოსკოვში აშშ-ის ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ. ვაშინგტონს გაუმართლებლად მიაჩნია დიპლომატების გაგზავნა ერაყში და იქ წარმომადგენლობების გახსნა, ვინაიდან ქვეყანაში არაა შექმნილი მთავრობა, -აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული აშშ-ის პოზიციის გამო. მოსკოვის აზრით, ვაშინგტონის ამგვარი პოზიცია საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG