Accessibility links

logo-print

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა დააკმაყოფილა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა დააკმაყოფილა ავტონომიის მეთაურის მიმართვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა დააკმაყოფილა ავტონომიის მეთაურის მიმართვა
და დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის მთლიანი შემადგენლობით გადაყენების შესახებ. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს აჭარის ავტონომიის მეთაურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აბაშიძემ კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და 6 თვის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო, პარლამენტის წინაშე დააყენა საკითხი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ასლან აბაშიძემ საჭიროდ ჩათვალა ძალაუფლება მთლიანად ხელში აიღოს, რათა არ იყოს ის დანაწევრებული მისი ცოლისძმის, უშიშროების მინისტრის სოსო გოგიტიძის და შვილის, ბათუმის მერის გიორგი აბაშიძის წრის მეშვეობით. ვიდრე ასლან აბაშიძის მეუღლე მაგული გოგიტიძე ცოცხალი იყო, ის ოჯახს კრავდაო, - მოჰყავს პრაიმ-ნიუსის სააგენტოს დავით ბერძენიშვილის სიტყვები. ბერძენიშვილის აზრით, მთავარი ფიგურა ვისი გადაყენებაც სურდა აბაშიძეს, სოსო გოგიტიძეა.
XS
SM
MD
LG