Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მიესალმა ბელგიის მთავრობის გეგმას


ისრაელი მიესალმა ბელგიის მთავრობის გეგმას, გააუქმოს სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით მიღებული კანონი,

ისრაელი მიესალმა ბელგიის მთავრობის გეგმას, გააუქმოს სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით მიღებული კანონი,
რომელიც გამოყენებულ იქნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის დასადანაშაულებლად. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა ავი პაზნერმა თქვა, ისრაელი უაღრესად კმაყოფილია ამგვარი გეგმის არსებობით, მაგრამ ვიდრე კანონი ოფიციალურად არ გაუქმდება, თავს შეიკავებს აღტაცებული განცხადებებისგან. 1993 წელს მიღებული კანონი უფლებას ანიჭებს ბელგიის სასამართლოებს, გაასამართლონ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, განურჩევლად იმისა, თუ სად იქნა ჩადენილი დანაშაული. გუშინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გი ვერჰოფსტადმა განაცხადა, რომ კანონში შეტანილ იქნება ცვლილება, რომლის მიხედვით სასამართლოებს მხოლოდ ბელგიის მოქალაქეების ან ამ ქვეყანაში მცხოვრებ პირთა გასამართლების უფლება ექნებათ.
XS
SM
MD
LG