Accessibility links

logo-print

ცხრა რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ცხრა რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა შატოის რაიონში,

ცხრა რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა შატოის რაიონში,
ფედერალური ჯარის სამხედრო ავტომანქანაზე ჩეჩენთა რაზმის თავდასხმის შედეგად. ინტერფაქსის ცნობით, "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იტუმ-კალე-შატოის გზაზე, ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგაც მანქანას მდინარე არღუნის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს ნაღმსატყორცნებითა და ცეცხლსასროლი იარაღით. შემთხვევის ადგილას რუსეთის ჯარმა დამატებითი შენაერთები გადაისროლა. მიმდინარეობს თავდამსხმელთა ძებნა.
XS
SM
MD
LG