Accessibility links

logo-print

პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებები "ჰამასი" და


პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებები "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" დაიმუქრნენ,

პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებები "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" დაიმუქრნენ,
რომ გააუქმებენ ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე გამოცხადებულ მორატორიუმს, თუ პალესტინელთა თვითმმართველობის ადმინისტრაცია მათს განიარაღებას შეეცდება. შესაბამისი ერთობლივი განცხადება დღეს ღაზაში გაკეთდა. დღესვე იწყება ახლო აღმოსავლეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ვიზიტი. მისი სტუმრობის მიზანია, მხარეები "გზამკვლევად" ცნობილი სამშვიდობო გეგმის შესრულებაზე დაიყოლიოს. ასევე დღეს ლონდონს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტონი ბლერთან მისი მოლაპარაკების მსვლელობაში განხილულ იქნება ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების გზები.
XS
SM
MD
LG