Accessibility links

logo-print

ბულგარეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ დააპატიმრა


ბულგარეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ დააპატიმრა სერბიის მოქალაქე,

ბულგარეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ დააპატიმრა სერბიის მოქალაქე,
რომელიც ეჭვმიტანილია ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ზორან ჯინჯიჩის მკვლელობის ორგანიზებაში. მიღებული ცნობების თანახმად, დაკავებული, ნენად მილენკოვიჩი, შავი სამყაროს იმ დაჯგუფების ლიდერია, რომელსაც სერბიის ხელისუფლება ჯინჯიჩის მკვლელობაში ადანაშაულებს. დღესვე სერბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დუშან მიხაილოვიჩმა უარყო მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, განაცხადა რა, რომ ჯინჯიჩის მკვლელობის გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს. მიხაილოვიჩის თქმით, გამოძიებას უკვე საკმარისი მასალა მოეპოვება საიმისოდ, რათა მართლმსაჯულებას გადასცეს მკვლელობის ორგანიზატორები და განმხორციელებლები.
XS
SM
MD
LG