Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ კატეგორიულად უარყო მოწოდებები,

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ კატეგორიულად უარყო მოწოდებები,
დაწყებულ იქნეს დამოუკიდებელი გამოძიება სკანდალისა, რომელიც ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას უკავშირდება. სტროს თქმით, ამ ამოცანის გადაჭრა ხელეწიფება საგანგებო საპარლამენტო კომიტეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა შექმნა. გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს ბრიტანეთის სპეცსამსახურების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი აფრიკაში ურანის შეძენას ცდილობდა. დღეს სტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთი აშშ-ს ვერ გაუმხელს, საიდან მოიპოვა ხსენებული ინფორმაცია, რადგან იგი მიღებულია მესამე ქვეყნისგან და უცხოეთის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობის ნორმები ლონდონს ინფორმაციის წყაროს გამხელის ნებას არ აძლევს.
XS
SM
MD
LG