Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია ასტრახანის


ჩეჩნეთის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია ასტრახანის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორის მოადგილე, საიდ-ხამზათ გაირბეკოვი.

ჩეჩნეთის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია ასტრახანის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორის მოადგილე, საიდ-ხამზათ გაირბეკოვი.
60 წლის გაირბეკოვმა დღეს ოფიციალურად წამოაყენა თავისი კანდიდატურა საარჩევნო კომისიაში. იგი ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის მკვიდრია, მაგრამ უკვე რამდენიმე ათწლეულია, ასტრახანში ცხოვრობს. მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება უნდა მიეცეს სეპარატისტთა ლიდერს ასლან მასხადოვსაც. მაგრამ, როგორც ჩეჩნეთის საკითხებში ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარგზავნილმა სერგეი იასტრჟემბსკიმ თქვა, მასხადოვს ამნისტია ვერ შეეხება და, ამდენად, მას თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება არ ექნება.
XS
SM
MD
LG