Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე არ არის მომხრე


ედუარდ შევარდნაძე არ არის მომხრე იმისა, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობისთვის მთავრობა გადაყენებულ იქნეს.

ედუარდ შევარდნაძე არ არის მომხრე იმისა, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობისთვის მთავრობა გადაყენებულ იქნეს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი შედეგით დასრულდება ბიუჯეტის სეკვესტრის შესახებ მთავრობაში შემუშავებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე. დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ სესიაზე მთავრობის გადაყენების საკითხი დადგეს და, შესაძლოა, მის მიმართაც "არ გამოითქვას კეთილი სიტყვები", მაგრამ, როგორც შევარდნაძე ფიქრობს, მთავრობის გადაყენებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გეგმის შესრულების თვალსაზრისით, სასურველი შედეგი არ მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 15 აგვისტომდე უნდა შეასრულოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სახელმწიფო ბიუჯეტის 135 მილიონი ლარით კორექტირებას ეხება. ბიუჯეტის კორექტირების პროექტით, ხარჯვითი ნაწილი 98 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო შემოსავლები 37 მილიონით იზრდება.
XS
SM
MD
LG