Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ახალშექმნილმა სამთავრობო საბჭომ, რომელმაც


ერაყის ახალშექმნილმა სამთავრობო საბჭომ, რომელმაც გუშინ პირველი სხდომა გამართა, დღეს მუშაობა განაგრძო.

ერაყის ახალშექმნილმა სამთავრობო საბჭომ, რომელმაც გუშინ პირველი სხდომა გამართა, დღეს მუშაობა განაგრძო.
25-წევრიანი სამთავრობო საბჭო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებითი ორგანო, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს. დღეისთვის დაგეგმილი იყო სამთავრობო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, მაგრამ, როგორც საბჭოს წარმომადგენელმა ჰოშიარ ზებარიმ, ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტს განუცხადა, არჩევნები მოგვიანებით გაიმართება. მას არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია თავდაპირველი გეგმის შეცვლა. საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ამერიკელ ჯარისკაცებზე რამდენიმე თავდასხმა მოეწყო. ბაღდადში მომხდარ ამ ინციდენტებში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG