Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს


პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის მეთაურს ომარ სულეიმანს შეხვდა

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის მეთაურს ომარ სულეიმანს შეხვდა
და პალესტინელთა შეირაღებული დაჯგუფებების მიერ შეთავაზებული ზავის განმტკიცების გზებზე მოელაპარაკა. შეხვედრაში პალესტინელთა თვითმმართველობის პრემიერი მაჰმუდ აბასიც იღებდა მონაწილეობას. შეხვედრის შემდეგ არაფატმა თქვა, რომ მონაწილეები კვლავაც "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განხორციელების მომხრე არიან. ჟენევაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოუწოდა მსოფლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიღარიბეში ჩავარდნილ ხალხს დახმარება გაუწიონ.
პალესტინელმა თავდამსხმელმა დღეს ტელ ავივში ერთი ისრაელი მოკლა და ორი დაჭრა. ეს იყო პირველი თავდასხმა ისრაელის ტერიტორიაზე მას მერე, რაც 29 ივნისს პალესტინელთა გაერთიანებებმა ზავის შესახებ გამოაცხადეს. ტელ ავივის თავდახსმაზე პასუხისმგებლობა "ალ აქსას წამებულთა რაზმმა" იკისრა.

XS
SM
MD
LG