Accessibility links

logo-print

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ამ ქვყნის


ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ამ ქვყნის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერს გაუგზავნა წერილი,

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ამ ქვყნის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერს გაუგზავნა წერილი,
რომლითაც პეკინი შეეცდება ფხენიანის ბირთვული ამბიციები დააშოშმინოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონ სუანმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას განუცხადეს, აღადგინოს მოლაპარაკება აშშ-თან, რაც საჭიროა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,
კონ სუანმა თქვა: "ჩინეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე შენარჩუნებულ უნდა იქნეს, და ბირთვული იარაღის იქ გაჩენა თავიდან აცილებული. ჩვენ გვაწმს, რომ ბირთვული დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგით მოგვარდება და ასევე გადაიჭრება ჩრდილეოთი კორეის პრობლემა, რომელიც მას საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს".
ჩინეთი ცდილობს იშუამდგომლოს კორეულ სახელწიფოებსა და აშშ-ს შორის, კომუნისტური კორეის ბირთვული პროგრამების გამო დაძაბულ ვითარებაში.
XS
SM
MD
LG