Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურმა პოლ


ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ ერაყელებზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს დარჩება

ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ ერაყელებზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს დარჩება
კოალიციის ჯარი ერაყში. მისი თქმით - ის ბაღდადში პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა - კოალიციის ჯარის ერაყში დარჩენა იმაზეა დამოკიდებლი, თუ რა სისწრაფით მიიღებენ ერაყელები კოენსტიტუციას და ჩაატარებენ დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. [ბრემერის ხმა]
"კონსტიუცია ერაყელებმა ერაყელებისთვის უნდა დაწერონ, საბოლოო ტექსტი ერაყელებმა რეფერენდუმში უნდა მიიღონ, როცა დამტკიცდება ის, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შეიძლება მოეწყოს ერაყში სრულიად სუვერენული მთავრობის შექმნისთვის. მაშინ ჩვენი საქმე, კოალიციის საქმე, დასრულებული იქნება".
სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ შექმნილი პირველი პოლიტიკური ორგანო ერაყში, ერაყის მმართველი საბჭო, მომავალ კვირაში კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს და გაეროში თავის წარმომადგენლობას მიავლენს. "ასოშეიტედ პრესს" მოჰყავს ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ფავზი ჰარირის სიტყვები, რომ კაბინეტი მომამალ კვირაში შეუდგება მუშაობას და ახალი მთავრობის გეგმას შეიმუშავებს. ამასთან ჰარირისვე თქმით, 25 წევრიანი საბჭო სამ ან ოთხ პირს გაგზავნის გაეროში, როგორც ერაყის ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის ნაწილს. ერაყელებს შორის არის უკმაყოფილება ამ საბჭოს შემადგენლობის თობაზე, რომ ისინი კოალიციამ შეარჩია და არ იქნენ არჩეული. ქალაქ ფალუჯას საბჭომ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს საბჭოს უფლებებს, რადგან ეთნიკური მომენტის გაუთვალისწნებლად შეიქმნა. მმართველ საბჭოში შიიტებს მცირე უმრავლესობა აქვთ.

XS
SM
MD
LG