Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად ალი აბთაჰიმ


ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად ალი აბთაჰიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანული წარმოშობის კანადელი ჟურნალისტი ზაჰრა კაზემი,

ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად ალი აბთაჰიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანული წარმოშობის კანადელი ჟურნალისტი ზაჰრა კაზემი,
რომელიც გასულ თვეში თეირანის ციხესთან ფოტოების გადაღებისთვის დააპატიმრეს, ცემით არის მოკლული. აბთაჰი აცხადებს, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშში წერია, რომ კაზემი ცემის შედეგად ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. ეს ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის პრეზიდენტმა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად კვირას გასცა ბრძანება კაზემის დაღუპვის მიზეზების გამოძიების შესახებ. გუშინ ირანში დააკავეს კიდევ ერთი ჟურნალისტი - ჰუსეინ ფაროხი, რომელიც ერთ-ერთ ირანულ ჟურნალზე მუშაობს. მან გამოაქვეყნა კინოს ვარსკვლავი ქალების ფოტოები, რომელთა ჩაცმულობაც, თურმე, ჩაცმულობის ირანში მიღებულ წესს არ შეესაბამებოდა. ამჟამად ირანში ციხეში იმყოფება 24 ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG