Accessibility links

logo-print

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა


ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ყაზახეთი და თურქმენეთი შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ნავთობრესურსების განაწილებას ეხება.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ ყაზახეთი და თურქმენეთი შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ნავთობრესურსების განაწილებას ეხება.
თურქმენეთი და ყაზახეთი მზად არიან აგრეთვე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის აზერბაიჯანთან. კასპიის ზღვის გაყოფაზე შეთანხმების მიღწევა არის აუცილებელი იმისათვის, რომ კასპიის ნავთობის სექტორში დასავლური ინვესტიციები ჩაიდოს. ყაზახეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ თუ როგორ უნდა გაიყოს კასპიის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი. თუმცა, რუსეთი ჯერჯერობით აყოვნებს შეთანხმების რატიფიკაციას. ირანი კასპიის რეგიონის ხუთ ქვეყანას შორის კასპიის ზღვის თანაბრად გაყოფას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG